აშშ პოლონეთს Patriot-ის ტიპის სარაკეტო-საზენიტო სისტემის ორ დანადგარს უგზავნის

საქართველო, თბილისი - 10:48 | 09.03.2022
ნანახია: 400

შეერთებული შტატები პოლონეთს  Patriot-ის ტიპის სარაკეტო-საზენიტო სისტემის ორ დანადგარს უგზავნის. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობის სპიკერმა ადამ მილერმა განაცხადა.

„ეს არის გონივრული თავდაცვითი ზომა, რომელიც ამყარებს წესდების მეხუთე მუხლისადმი ჩვენს ერთგულებას და არ უჭერს მხარს შეტევით ოპერაციებს. ჩვენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მიმართულია აგრესიის შეკავებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე