L'Oreal-ი რუსეთში მაღაზიებს ხურავს

საქართველო, თბილისი - 00:00 | 09.03.2022
ნანახია: 844

კოსმეტიკის კომპანია L'Oreal-ი უკრაინაში აგრესიის გამო,  რუსეთში მაღაზიებსა და ონლაინ-მაღაზიებს დროებით ხურავს. იუწყება Reuters.

ამის გარდა, კომპანია რუსეთში აჩერებს ინვესტიციებსა და რეკლამას.

კომპანია 5 მლნ ევროს გადაურიცხავს საერთაშორისო და რეგიონალურ საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და გაეროს სააგენტოებს, რომლებიც ახორციელებენ ჰუმანიტარულ დახმარებას.

L’Oreal-ი აწარმოებს კოსმეტიკასა და პარფიუმერიას ბრენდების Garnier-ის, Maybelline New York-ის, Lancome-სა ად Vichy-ს ქვეშ.

L'Oréal Group-ი მსოფლიოში კოსმეტიკის უმსხვილესი მწარმოებელია, ეკუთვნის შვეიცარიულ კომპანია Nestle.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე