იერიშები გრძელდება ექვსი ქალაქის მიმართულებით, თუმცა ხდება მტრის შეკავება, მოწინააღმდეგე დიდ დანაკარგებს განიცდის - არესტოვიჩი

საქართველო, თბილისი - 18:31 | 08.03.2022
ნანახია: 413

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ მტერი ექვსი ქალაქის მიმართულებით იერიშს განაგრძობს, მაგრამ დიდ დანაკარგებს განიცდის.

ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც პრეზიდენტის ოფისის Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს თავდაცვის ოპერაციას მოწინააღმდეგის შესაკავებლად შემდეგი ოპერატიული მიმართულებებით: კიევი, სუმი, ჩერნიგოვი, ხარკოვი, ნიკოლაევი, ზაპოროჟიე. მოწინააღმდეგ ცდილობს ამ მიმართულებებით წინსვლას, მაგრამ განიცდის დანაკარგებს და იღებს უკრაინული შეირაღებული ძალების სარაკეტო, საარტილერიო  და საავიაციო დარტყმებს“,  - ამბობს არესტოვიჩი.

ამასთან, აღნიშნავს, რომ გარცელებული ინფორმაცია, მტრის მიერ ქალაქ იზიუმის აღების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. „იქ ახლა მიმდინარეობს ბრძოლები. უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს დიდ ზიანს აყენებს“, - განაცხადა არესტოვიჩმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე