ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 18:11 | 08.03.2022
ნანახია: 327

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეკატერინე ტიკარაძე უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ხელმძღვანელობს, კერძოდ, ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტალისა და მედიცინის სკოლის პროექტებს.

ეკატერინე ტიკარაძე 2019-2021 წლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

2015–2019 წლებში „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანების“ გენერალური დირექტორი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე