რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებელი წინაპირობა არ არსებობს - ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:34 | 08.03.2022
ნანახია: 432

სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებელი წინაპირობა არ არსებობს, აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ირაკლი ქადაგიშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო სამსახურები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, რომ საქართველოს უსაფრთხოება სხვადასხვა საფრთხეებისგან დაცული იყოს.

„საუბარი არ არის იმ პერიოდზე, როცა პანდემიის გამო ქვეყნებს შორის მიმოსვლა ჩაკეტილი იყო. გასაჯაროვებულია ციფრები და ანალოგიური პერიოდის მონაცემები. ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმაზე ნაკლები ვიზიტორია შემოსული, ვიდრე წინა წლებში შემოდიოდნენ, როცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, სავიზო რეჟიმის ამოქმედების პირდაპირი აუცილებლობა არ არის. რა თქმა უნდა, შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, რომ საქართველოს უსაფრთხოება სხვადასხვა საფრთხეებისგან დაცული იყოს, მათ შორის ისეთი საფრთხეებისგან, რაც რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი მოქალაქისგან შეიძლება, მომდინარეობდეს. სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებელი წინაპირობა არ არსებობს – მისი შემოღება ადვილია და რაღაც პერიოდის შემდეგ, გაუქმება უფრო რთულია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე