სუმის ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:10 | 08.03.2022
ნანახია: 382

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სუმის ოლქიდან მოსახლოების  ევაკუაცია დაიწყო.

სიჩუმის რეჟიმის დაწესებასა და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით შეთანხმებას უკრაინამ, რუსეთმა და წითელმა ჯვარმა მიაღწიეს.  

ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერშუკმა განაცხადა.

სუმის ოლქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მხოლოდ ერთი - პოლტავის მარშრუტით განხორციელდება.

ჰუმანიტარული დერეფენი 09:00-დან 21:00 საათამდე იმოქმედებს.

მოქალაქეებს, რომლებიც ქალაქში დარჩებიან, გადასცემენ საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებს.

გასულ ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ სუმის საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. დაიღუპა 18 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი ბავშვი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე