პრორუსმა იანუკოვიჩმა ზელენსკის მიმართა და „ნებისმიერ ფასად სისხლისზღვრის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა

საქართველო, თბილისი - 12:57 | 08.03.2022
ნანახია: 391

უკრაინის ყოფილმა პრორუსმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მას „ნებისმიერ ფასად სისხლისზღვრის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა. იუწყება რუსული მედია.

„მინდა მივმართო ზელენსკის, როგორც პრეზიდენტს, მამაშვილურად. კარგად მესმის, რომ ბევრი „მრჩველი“ გყავთ, მაგრამ თქვენ პირადად ვალდებული ხართ ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. თქვენგან ამ გადაწყვეტილებას ელოდებიან უკრაინაშიც, დონბასშიც და რუსეთშიც“, - ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში.

შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, კრემლს სურს იანუკოვიჩი უკრაინის „პრეზიდენტად“ გამოაცხადოს.

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას 2010-2014 წლებში იკავებდა. მას შემდეგ, რაც შეეცადა უკრაინის ევროინტეგრაციის ხელშეშლას, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოსახლეობის საპროტესტო მღელვარებას იანუკოვიჩი ძალით დაუპირისპირდა, რასაც ათეულობით მოქალაქე ემსხვერპლა. "ღირსების რევოლუციის" სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ, იანუკოვიჩმა უკრაინა დატოვა და თავი რუსეთს შეაფარა.

როგორც ცნობილია, უკრაინაში იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიმდინარეობს რამდენიმე საქმის გამოძიება. ამასთან, მას 13-წლიანი პატიმრობა სახელმწიფო ღალატისთვის უკვე აქვს მისჯილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე