Estee Lauder-მა რუსეთში გაყიდვები შეაჩერა და ყველა მაღაზია დახურა

საქართველო, თბილისი - 12:43 | 08.03.2022
ნანახია: 338

კოსმეტიკის მწარმოებელმა კომპანია Estee Lauder-მა რუსეთში გაყიდვები შეაჩერა, დახურა ყველა მაღაზია და შეწყვიტა თავისი პროდუქციის მიწოდება რუსეთის რიტეილერებისათვის.

ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთში შევაჩერეთ  კომპანის ბიზნეს-ინვესტიციები და ინიციატივები, ასევე გადავწყვიტეთ რუსეთში კომერციული საქმიანობის შეჩერება, მათ შორის მაღაზიების დახურვა“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია დახმარებას გაუწევს თავის თანამშრომლებს უკრაინაში და მთელ უკრაინელ ხალხს.

„Estée Lauder-ი შეძრულია უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველას, ვინც დაზარალდა, მათ შორის ჩვენს თანამშრომლებს, მათ ოჯახებსა და უკრაინელ ხალხს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Estée Lauder-ის საქველმოქმედო ფონდმა უკვე გამოყო 1 მლნ დოლარი უკრაინის დასახმარებლად.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე