რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა

საქართველო, თბილისი - 11:19 | 08.03.2022
ნანახია: 389

რუსეთი 5 530 სანქციით, მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

22 თებერვლის შემდეგ რუსეთს აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა 2 278 სანქცია დაადეს. სანქციათა უმეტესობა დაუწესდა 2 427 ფიზიკურ პირს, ხოლო 343 იურიდიულს - კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს.

რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტი სანქცია შვეიცარიამ დააწესა - 568.

მანამდე მსოფლიოში ყველაზე მეტი სანქცია დაკისრებული ჰქონდა ირანს - 3 616, ძირითადად ბირთვული პროგრამისა და ტერორიზმის მხარდაჭერისათვის.

რუსეთისა და ირანის შემდეგ სანქცირებულთა სიაში არიან სირია, ჩრდილოეთ, კორეა, ვენესუელა, მიანმარი და კუბა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე