საქართველოში კორონავირუსის 2 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

საქართველო, თბილისი - 11:05 | 08.03.2022
ნანახია: 313

საქართველოში კორონავირუსის 2 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 450 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 693 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 798, „პისიარ“-ტესტით – 2 895.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 15,73%, ბოლო 14 დღის – 19,45%, ბოლო 7 დღის – 16,6%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 629 065 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 568 064 გამოჯანმრთელდა, 16 430 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 827 683 აცრა, დღიურად აცრილია 1 332.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე