ხარკოვში რუსი გენერალი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:33 | 08.03.2022
ნანახია: 415

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვში ლიკვიდირებულია რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი.

ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

„მორიგი დანაკარგი ოკუპანტი ქვეყნის არმიის უმაღლესი სარდლობის რიგებში. ხარკოვთან საომარი მოქმედებების დროს ლიკვიდირებულია რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, შტაბის მეთაური და 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე ვიტალი გერასიმოვი. ასევე მოკლული და დაჭრილია რუსული არმიის არაერთი უფროსი ოფიცერი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

გერასიმოვი მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე და სირიის ომებში, ასევე ყირიმის ანექსიაში.    




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე