უკრაინა-რუსეთის მოლაპრაკების მესამე რაუნდზე მხარეები ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესებასა და მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 22:54 | 07.03.2022
ნანახია: 410

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეიმჩნევა გარკვეული პოზიტიური პროგრესი  ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესების კუთხით.  

„მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა. არსებობს გარკვეული პოზიტიური პროგრესი ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესების კუთხით...  გაგრძელდება ინტენსიური კონსულტაციები მთავარ პოლიტიკურ საკითხზე, ცეცხლის შეწყვეტასთან და უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად. დღეისათვის შედეგი, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს სიტუაციას, ჯერ არ არის“,-  წერს პოდოლიაკი  Twitter-ზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე