Nissan-ი რუსეთში ავტომობილების წარმოებასა და გაყიდვებს აჩერებს

საქართველო, თბილისი - 22:41 | 07.03.2022
ნანახია: 373

იაპონურმა კორპორაციამ Nissan Motor Co. რუსეთში ავტომობილების ექსპორტი შეწყვიტა და სანქტ-პეტერბურგის ქარხანაში ავტომობილების წარმოების შეჩერების პროცესს ელოდება.

ამის შესახებ კორპორაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„Nissan-მა რუსეთში შეწყვიტა ავტომობილების ექსპორტი და ელოდება, რომ უახლოეს ხანებში სანქტ-პეტერბურგში, ჩვენს ქარხანაში წარმოება შეწყდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, კომპანია შექმნის 2,5 მლნ ევროს მოცულობის ფონდს უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად.

კონკრეტულად, ამ ფონდის მეშვეობით Nissan-ი ფონდს გადაურიცხავს 1 მლნ ევროს წითელ ჯვარსა და სხვა არაკომერციულ ორგანიზაციებს ომის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და ბავშვების დასახმარებლად.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე