კურილის კუნძულები იაპონიის სუვერენული ტერიტორიაა - პრემიერ-მინისტრი

საქართველო, თბილისი - 20:07 | 07.03.2022
ნანახია: 942

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილი იაპონიის ძირველი ტერიტორიაა. იუწყება იაპონური მედია JIJI.

ტოკიო აღნიშნულ კუნძულებს  ჩრდილოეთ ტერიტორიებს უწოდებს, რომელიც მოსკოვთან ხანგრძლივი დავის საგანია. რუსეთმა იაპონიის ეს მიწები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს მიიტაცა და მას შემდეგ ოკუპირებული აქვს.

იაპონიის ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში „კურილის“ კუნძულებზე საუბრისას თავს არიდებდა ფორმულირებას - „ძირძველი ტერიტორეიბი, მაგრამ 7 მარტს უკრაინასთან რუსეთის ომის მე-12 დღეს რიტორიკა შეცვალა.  

„ჩრდილოეთ ტერიტორიები, იაპონიის სუვერენული ტერიტორიაა“,- განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე