კიბერთავდასხმები საქართველოსა და ბელარუსის მთავრობებზეც განხორციელდება - Anonymous

საქართველო, თბილისი - 18:32 | 07.03.2022
ნანახია: 402

ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ი აცხადებს, რომ კიბერთავდასხმები ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც განხორციელდება. ამის შესახებ ის "ტვიტერზე" წერს.

"თავდასხმები ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც განხორციელდება. ჩვენი ყველა ქმედების საჯაროდ გაზიარება არ შეიძლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთს გავასაჯაროვებთ. გაგრძელდება თავდასხმები რუსეთის მთავრობის მიმართაც. ყველა მათგანი ჩვენი სამიზნეა", - წერს Anonymous-ი.

Anonymous-მა რუსეთისა და ბელარუსის მთავრობების და კომპანიების 1 500 ვებ-გვერდი დაბლოკა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე