უკრაინის ევროკავშირში წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ - შარლ მიშელი

საქართველო, თბილისი - 17:56 | 07.03.2022
ნანახია: 433

უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უახლოეს დღეებში განიხილება, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

"უკრაინის ევროკავშირში წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ", - დაწერა "ტვიტერზე" შარლ მიშელმა.
"ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით რუსეთის აგრესიით გამოწვეული ჰუმანიტარული ტანჯვის შესამსუბუქებლად და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - დასძინა მიშელმა. "ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის ურყევია".

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე