ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში ჩაფრინდა

საქართველო, თბილისი - 17:31 | 07.03.2022
ნანახია: 503

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო რუსულ Telegram-არხებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში ჩაფრინდა.

„მინსკში ამ წუთებში ჯდება ვიქტორ იანუკოვიჩის თვითმფრინავი. გამოფრინდა ვნუკოვოდან“.

შეგახსენებთ, იანუკოვიჩი მინსკში გასულ კვირასაც იმყოფებოდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს და რუსეთს სურს ის უკრაინის „პრეზიდენტად“ გამოაცხადოს.

როგორც ცნობილია, უკრაინაში იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიმდინარეობს რამდენიმე საქმის გამოძიება. ამასთან, მას 13-წლიანი პატიმრობა სახელმწიფო ღალატისთვის უკვე აქვს მისჯილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე