უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები დღეს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება

საქართველო, თბილისი - 16:13 | 07.03.2022
ნანახია: 345

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები დღეს, 7 მარტს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

„რუსეთის ფედერაციასთნ მოლაპარაკებები. მესამე რაუნდი. დასაწყისი კიევის დროით 16:00 საათზე {თბილისის დროით 18:00 საათი}. დელეგაცია უცვლელია“, - წერს პოდოლიაკი.

3 მარტს მოლაპარაკებების მეორე რუინდზე მარეებმა „მიაღწიეს ურთიერთგაგებას“ ჰუმანიტარული კორიდორების გახსნაზე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით.

თუმცა ოკუპანტმა არაერთხელ დაარღვია „სიჩუმის საათი“ და მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხა. ამასთან, დღეს განაცხადა, რომ ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მყოფი ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობას, ბელარუსსა და რუსეთის ფედერაცაში გაიყვანდნენ და ჰუმანიტარული დერეფნების თავისი მარშრუტები დაასახელა.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე