ოკუპანტები ვიშგოროდზე, გოსტომელზე, ირპენსა და სტოიანკაზე თავდასხმისთვის ემზადებიან

საქართველო, თბილისი - 15:17 | 07.03.2022
ნანახია: 366

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ვიშგოროდის დაბომბვისთვის ემზადებიან.

ასევე განზრახული აქვთ გოსტომელის ირპენის, სტოიანკასა და სხვა ქალაქების წინააღმდეგ შეტევის განხორციელება.

მიმდინარეობს ოკუპანტების თავდასხმის მზადება ვიშგოროდზე. მტერი ასევე ემზადება გოსტომელზე, ირპენსა და სტოიანკაზე თავდასხმისთვის“ , - ნათქვამია განცხადებაში.

მოსახლეობას უსაფრთხოების დაცვისა და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე