საქართველოში კორონავირუსის 910 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 07.03.2022
ნანახია: 293

საქართველოში კორონავირუსის 910 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 8 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 685 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 449, „პისიარ“ ტესტით – 2 236.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: .დღიური – 13,61%, ბოლო 14 დღის – 20,44%, ბოლო 7 დღის – 17,28%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 626 282 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 562 614 გამოჯანმრთელდა, 16 398 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 826 144 აცრა, დღიურად აცრილია 92.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე