American Express-ი რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას წყვეტს

საქართველო, თბილისი - 23:03 | 06.03.2022
ნანახია: 596

კორპორაცია American Express-მა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთსა და ბელარუსში ყველა ოპერაციას შეწყვიტა. იუწყება Sky News.

კომპანიამ განაცხადა, რომ მთელ მსფლიოში გამოშვებული  American Express-ის ბარათები რუსეთში აღარ იმუშავებს. ასევე არ იმუშავებს რუსეთში რუსული ბანკების მიერ გამოშვებული ბართები ქვეყნის ფარგლებს გარეთ American Express-ის გლობალურ ქსელში.

კომპანიამ განაცხადა, რომ ასევე  ყველა ბიზნესოპერაციას წყვეტს ბელარუსში. „ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ღირებულებაა, გავაკეთოთ ის, რაც სწორია,“ - ნათქვამია განცხადებაში.

„ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდით ამ კრიზისის განმავლობაში და იგივეს გავაგრძელებთ, რადგანაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს კოლეგებს, კლიენტებსა და საერთაშორისო საზოგადოებას ამ კრიზისის მშვდობიანად დასრულების იმედით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთში საქმიანობა ასევე შეწყვიტეს Visa-მ და Mastercard-მა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე