ხარკოვში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული მოიერიშე ჩამოაგდო

საქართველო, თბილისი - 22:43 | 06.03.2022
ნანახია: 478

ხარკოვში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მოიერიშე ჩამოაგდეს. ინფორმაციას ხარკოვის თავდაცვის შტაბი ავრცელებს.

გავრცელებულო ინფორმაციით, მტერმა კატაპულტირება ვერ მოასწრო და ადგილზე მოკვდა.

ამასთან, ქალაქის მოსახლეობას მოუწოდებენ თავშესაფრებში გადავიდნენ, რადგან უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავების მიერ ქალაქის მასირებული დაბომბვაა მოსალოდნელი.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე