თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს არჩეულ კურსს, შესაძლოა, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა უახლოეს ხანებში აღდგეს - გავრილოვი

საქართველო, თბილისი - 18:20 | 06.03.2022
ნანახია: 707

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, შესაძლოა, უახლოეს ხანებში აღდგეს. იუწყება REGNUM.

 „ვფიქრობთ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს არჩეულ კურსს და არ დაუჭერს მხარს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოეს ხანებში შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა ოკუპანტების პარლამენტის დეპუტატმა.  

გავრილოვმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია დაიკავოს ის ნიშა, რომელიც გათავისუფლდება რუსეთ-უკრაინას შორის სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ და ამით სავაჭრო ბრუნვა გაზარდოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე