ვინიცას აეროპორტი სარაკეტო დარტყმების შედეგად, სრულად განადგურებულია - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 17:05 | 06.03.2022
ნანახია: 405

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვინიცას აეროპორტი რუსეთის ძალების სარაკეტო დარტყმების შედეგად, სრულად განადგურებულია.

„ახლახან მაცნობეს, რომ ვინიცას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს - 8 რაკეტა. ჩვენი მშვიდობიანი ვინიცა რუსეთს არასდროს უქმნიდა საფრთხეს.

სარაკეტო დარტყმა - სასტიკი, ცინიკური. სრულად განადგურებულია აეროპორტი. ისინი {ოკუპანტები} აგრძელებენ ჩვენი ინფრასტრუქტურის, ჩვენი ცხოვრების, რომელსაც ვაშენებდით ჩვენ, ჩვენი მშობლები, ჩვენი ბებიები და პაპები, უკრაინელების თაობა.

ყოველ დღე ვიმეორებთ: „დახურეთ უკრაინის ცა, დახურეთ ყველა რუსული რაკეტისთვის, რუსული ავიაციისთვის, ყველა ტერორისტისთვის. შექმენით ჰუმანიტარული საჰაერო ზონა რაკეტების, ავიაბომბების გარეშე. ჩვენ ადამიანები ვართ და ეს თქვენი ჰუმანიტარული მოვალეობაა, დაიცვათ ადამიანები და თქვენ ეს შეგიძლიათ...

თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, არ მოგვცემთ თვითმფრინავებს, რათა შევძლოთ ჩვენი თავის დაცვა, მაშინ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - თქვენც გსურთ, რომ ნელ-ნელა გვკლავდნენ. ეს მსოფლიოს და დასავლეთის პოლიტიკოსებისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა. დღეიდან და სამუდამოდ“, - განაცხადა ზელენსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე