მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:22 | 06.03.2022
ნანახია: 466

მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ქალაქის ადმინისტრაცია Telegram-ზე .იტყობინება, რომ დღეს 10 საათიდან 21 საათამდე სიჩუმის რეჟიმი იმოქმედებს.

ჰუმანიტრაული დერეფნის საშუალებით მოსახლეობა ქალაქს მუნიციპალური ავტობუსებით დატოვებს. ამასთან მარიუპოლიდან  ჰუმანიტარული დერეფნის მარშრუტით, მუნიციპალური ტარნსპორტის კოლონასთან ერთად შესაძლებელი იქნება პირადი ავტომობილებითაც გასვლა. კოლონა წითელ ჯვართან ერთად გადაადგილდება. ქალაქის ადმინისტრაცია მოსახლეობას სთხოვს, საავტომობილო საშუალებებით მშვიდობიანი მოქალაქეების რაც შეიძლება მეტი რაოდენობა გაიყვანონ.

„კოლონას გაუძღვება წითელი ჯვრის სატრანსპორტო საშუალება. თხოვნაა ყველა მძღოლთან, რომელიც ტოვებს ქალაქს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას – წაიყვანეთ ხალხი, მაქსიმალურად შეავსეთ სატრანსპორტო საშუალებები,“ – ნათქვამია ქალაქის ადმინსიტრაციის განცხადებაში.

გავრცელებული განცხადებით, ჰუმანიტარული დერეფნით გათვალისწინებული მარშრუტიდან გადახვევა მკაცრად არის აკრძალული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე