უკრაინა 1,5 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა - გაერო

საქართველო, თბილისი - 14:00 | 06.03.2022
ნანახია: 517

ბოლო ათ დღეში უკრაინა 1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა და რუსეთის აგრესიისგან თავის დასაღწევად მეზობელ ქვეყნებს თავი შეაფარა. ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა.

„ლტოლვილების კრიზისი ევროპაში წრაფი ტემპებით იზრდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - დაწერა გრანდიმ Twitter-ზე.

ამასთან, ევროკავშირი პირველი ტრანშის სახით 500 მლნ ევროს გამოყოფს უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე