რუსეთის საოკუპაციო ძალები ბუჩის დაბომბვას აგრძელებს, ქალაქი მტრის ალყაშია

საქართველო, თბილისი - 13:10 | 06.03.2022
ნანახია: 1228

რუსეთის საოკუპაციო ძალები უმოწყალოდ ბომბვენ უკრაინის ქალაქ ბუჩას. ოკუპანტები არ ინდობენ მშვიდობიან მოსახლეობას ბავშვებს. ინგრევა საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ ქალაქის ადმინსტრაცია  Facebook-ზე წერს.

„მტერი აგრძელებს სახლების, აცტომობილების დაბომბავს, კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებსაც. ძარცვავენ მაღაზიებს. ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანა შეუძლებელია, ქალაქი მტრის ალყაშია. ვიღებთ ათასობით შეტყობინებას ბუჩის მოსახლოებისგან საკვების პროდუქტების, წყლის, კომუნიკაციების აღდგენის საჭიროების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ბუჩას არ მიეწოდება ელექტროენერგია, არ არის გათბობა, სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი.

მოსახლოება ითხოვს დაშავებულების გაყვანასა და დაკარგული ადამიანების ძებნის სამუშაოებში დახმარებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე