მადლობელი ვარ ყველა იმ ქალაქის მერის, ვინც გვეხმარება, მათ შორის, თბილისის მერის - ხარკოვის მერი

საქართველო, თბილისი - 23:04 | 05.03.2022
ნანახია: 386

ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა უკრაინული ტელეკომპანია "УKPAIHA 24"-ის ეთერში ხარკოვში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც არსებულ რთულ ვითარებაში ხარკოვს ეხმარება.

"მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, თბილი ტანსაცმელი-ვინც დღეს ამას გვაწვდის, მადლობელი ვარ აბსოლუტურად ყველა ქალაქის მერის. მე მქონდა სატელეფონო საუბარი კახა კალაძესთან, რომელიც არის თბილისის მერი და ის ასევე მონაწილეობს ამ პროცესში", - აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე