რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში შეტევითი მოქმედებები განახლდება

საქართველო, თბილისი - 20:40 | 05.03.2022
ნანახია: 450

რუსული მედია იტყობინება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში შეტევითი მოქმედებები განახლდება.

„მარიუპოლისა და ვოლნოვახის უსაფრთხოების დერეფნებიდან ვერც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ვერ გავიდა, ნაციონალისტურმა ბატალიონებმა „სიჩუმის დუმილი“ თავიანთი პოზიციების გასამაგრებელად გამოიყენეს.  

უკრაინულმა მხარემ არ მოისურვა „სიჩუმის რეჟიმის“ გაგრძელება, 18 საათიდან (უკრაინის დროით 17 საათიდან) შეტევითი მოქმედებები განახლდება“, - აცხადებენ ოკუპანტების თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, დღეს, 5 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში 10:00 საათიდან „დუმილის რეჟიმი გამოაცხადა. მარიუპოლსა და ვოლნოვახაში უნდა შექმნილიყო ჰუმანიტარული დერეფნები, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდებოდა. ასევე ქალაქში შევიდოდა საკვები პროდუქტები და მედიკამენტები. თუმცა მალევე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან "სიჩუმის რეჟიმის" დარღვევის გამო მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია შეწყდა. 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე