რუსულ ნავთობს თქვენთვის არ ასდის უკრაინული სისხლის სუნი? - კულება ევროპის ნავთობის კომპანიას მიმართავს

საქართველო, თბილისი - 19:10 | 05.03.2022
ნანახია: 426

რუსულ ნავთობს თქვენთვის არ ასდის უკრაინული სისხლის სუნი? - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროპის უმსხვილეს ნავთობის კომპანია Shel-ს მიმართა, რომელმაც რუსეთისგან ნავთობი ფარულად შეისყიდა.

„მითხრეს, რომ Shell-მა გუშინ ფარულად იყიდა რუსული ნავთობი. ერთი შეკითხვა მაქვს Shell-ის მიმართ: რუსულ ნავთობს თქვენთვის არ ასდის უკრაინული სისხლის სუნი? მოვუწოდებ ყველა შეგნებულ ადამიანს მთელ მსოფლიოში, მოითხოვოს ტრანსნაციონალური კომპანიისგან, გაწყვიტოს ყველანაირი საქმიანი კავშირი რუსეთთან“, - წერს კულება Twitter-ზე.

5 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროპის უმსხვილესმა ნავთობის კომპანია Shell-მა რუსული ნავთობის უდიდესი პარტია რეკორდული ფასდაკლებით შეისყიდა, სხვა კომპანიების მიერ რუსეთის ენერგორესურსებზე მასობრივი უარის მიუხედავად.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე