"აეროფლოტი" 8 მარტიდან ყველა საერთაშორისო ფრენას აჩერებს

საქართველო, თბილისი - 18:36 | 05.03.2022
ნანახია: 385

უმსხვილესი რუსული ავიაკომპანია "აეროფლოტი" 8 მარტიდან შეაჩერებს ყველა საერთაშორისო ფრენას.

"აეროფლოტი" ფრენების შეჩერების გადაწყვეტილებას განმარტავს "დამატებითი გარემოებების გამოვლენით, რომლებიც აფერხებენ ფრენების შესრულებას".

"აეროფლოტის" განცხადებით, გააგრძელებს ფრენებს რუსეთის ფარგლებში, გარდა სამხრეთით მდებარე ქალაქებისა. რეისები გაგრძელდება ასევე მინსკის მიმართულებით.

გავრცელებული ცნობით, საერთაშორისო ფრენებს ასევე აჩერებენ ავიაკომპანიები "როსია" და "ავრორა".

5 მარტიდან ყველა საერთაშორისო რეისი გააუქმა ასევე ავიაკომპანია S7-მა.

საერთაშორისო რეისების შეჩერების რეკომენდაცია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ გამოსცა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებმა, კანადამ, ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე