Zara რუსეთში გაყიდვებს აჩერებს

საქართველო, თბილისი - 16:23 | 05.03.2022
ნანახია: 484

ესპანური რიტეილერი  Inditex-ი, რომელიც ფლობს ბრენდებს Zara-ს, Bershka-ს,Massimo Dutti-ს, Oysho-ს, Pull & Bear-ს და Stradivarius-ს, უკრაინაში აგრესიის გამო რუსეთში გაყიდვებს აჩერებს.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„არსებული გარემოებების გათვალისწინებით, Inditex-ი რუსეთის ფედერაციაში წყვეტს საქმიანობას“, - ნათქვამია კომპანიის ჰანცხადებაში.

დაიხურება 502 მაღაზია და შეწყდება ონლაინ-გაყიდვები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე