მოკლულია რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი დენის კირეევი, რომელსაც სახელმწიფო ღალატში ედებოდა ბრალი

საქართველო, თბილისი - 15:13 | 05.03.2022
ნანახია: 561

უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა დაკავებისას მოკლა დენის კირეევი, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებების დროს უკრაინის დელეგაციის წევრი იყო. გავრცელებული ცნობით, მან უსაფრთხოების ძალებს წინააღმდეგობა გაუწია. კირეევს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებდენენ. ინფორმაციას უკრაინული მედია თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა ზუსტი მონაცემები კირეევის ღალატისა და ჯაშუშობის შესახებ, მათ შორის მისი სატელეფონო საუბრები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე