ოკუპანტმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მიაღწია 10 ათასამდე დაღუპულს. რუსეთს შეეძლო მათთვის მიეცა სხვა რამ, გარდა სიკვდილისა - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 14:45 | 05.03.2022
ნანახია: 370

უკრაინაში შემოჭრილმა რუსეთის არმიამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მიაღწია 10 ათასამდე დაღუპულ ჯარისკაცს, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

„დარწმუნებული ვარ, მალე შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს დაბრუნდით. დაბრუნდით პოლონეთიდან სლოვაკეთიდან, რიმუნეთიდანდასხვა ქვეყნებიდა, დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არსებობს. ჩვენ უკვე მომავალზე ვფიქრობთ, როგორ აღვადგინოთ ჩვენი ქალაქები, აღვადგინოთ ეკონომიკა, უკვე არსებობს შეთანხება უკრაინის რეკონსტრუქციისთვის ათეულობით მილიარდი დოლარის გამოყოფაზე და ეს მხოლოდ პირველადი გადაწყვეტილებებია.

ოკუპანტს ისეთ ზარალს ვაყენებთ, როგორიც ცუდ სიზმარშიც არ უნახავთ. რუსეთის ძალებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მიაღწია 10 ათასამდე დაღუპულ ჯარისკაცს. საშინელებაა, რომ ისინი 18-20 წლის ჯარისკაცები არიან, თითქმის ბავშვები. მათ ვერც კი აუხსნეს რატომ იბრძოდნენ და რატომ იყვნენ უცხო მიწაზე, რუსეთს შეეძლო მათთვის მიეცა სხვა რამ, გარდა სიკვდილისა“, - განაცხადა ზელენსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე