Apple-მა რუკაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელი "ფაშიზმის სამინისტროთი" ჩაანაცვლა

საქართველო, თბილისი - 14:05 | 05.03.2022
ნანახია: 384

Apple-მა კარტოგრაფიულ სერვისზე, Apple Maps-ზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელი გადაარქვა და "რუსეთის ფედერაციის ფაშიზმის სამინისტროთი" ჩაანაცვლა.

თავდაცვის სამინისტროს ახალი დასახელება ჩანს როგორც რუსულ, ასევე ინგლისურ ენებზე. VPN სერვისების გამოყენებისას სახელი არ იცვლება. Google Maps-ში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელი უცვლელი რჩება.

Apple-ის ამ ნაბიჯმა რუსეთის განრისხება გამოიწვია. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, მარეგულირებელმა ორგანომ "როსკომნადზორმა" წერილი გაუგზავნა Apple-ის ადმინისტრაციას და სამინისტროს პირვანდელი სახელწოდების აღდგენა მოსთხოვა.

"როსკომნადზორი" Apple-ს, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისი წლიური ბრუნვის დაახლოებით 1/20-ით დაჯარიმებით დაემუქრა.

სააგენტო "ტასის" ცნობით, ამ დროისთვის რუსეთის ტერიტორიაზე სამინისტროს სახელი "ასახულია სწორად", მაგრამ სხვა ქვეყნებში კვლავ "ფაშიზმის სამინისტრო" რჩება.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, Apple-მა რუსეთში საქმიანობა შეწყვიტა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე