მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაცია იწყება

საქართველო, თბილისი - 13:25 | 05.03.2022
ნანახია: 434

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უკრაინის დროით 11:00 საათზე დაიწყება.

მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ დაადასტურა, რომ დგინდება ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის დრო. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლიდან 200 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ ჰუმანიტარული დერეფნები შესაძლებლობას მისცემთ ქალაქი საკვებითა და მედიკამენტებით მოამარაგონ.

 „ეს მოგვცემს შესაძლებლობას დავიწყოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტრის აღდგენა - ელეტროენერგიის, წყლის, მობილური კავშირის. ასევე შეიქმნება შესაძლებლობა მარიუპოლი მოვამარაგოთ საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით“, - განაცხადა მერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე