უკრაინაში „სიჩუმის რეჟიმი“ გამოცხადდა - მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 11:51 | 05.03.2022
ნანახია: 435

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში  10:00 საათიდან „დუმილის რეჟიმი გამოაცხადა. იუწყება BBC-ის რუსული ბიურო.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით  გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვნის მიზნით.

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ ჰუმანიტარული დერეფნები შესაძლებლობას მისცემთ ქალაქი საკვებითა და მედიკამენტებით მოამარაგონ.

 „ეს მოგვცემს შესაძლებლობას დავიწყოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტრის აღდგენა - ელეტროენერგიის, წყლის, მობილური კავშირის. ასევე შეიქმნება შესაძლებლობა მარიუპოლი მოვამარაგოთ საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით“, - განაცხადა მერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე