გარდაიცვალა მსახიობი ელგუჯა (გუჯა) ბურდული

საქართველო, თბილისი - 11:13 | 05.03.2022
ნანახია: 337

გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ელგუჯა (გუჯა) ბურდული. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ელგუჯა ბურდული დაიბადა თბილისში 1941 წლის პირველ აპრილს. ფილმებში გადაღება 1974 წლიდან დაიწყო, 1984 წლიდან კი გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. ელგუჯა ბურდული ცნობილია მთავარი როლით თეიმურაზ ბაბლუანის ფილმიდან „უძინართა მზე“. ამასთან, იგი მონაწილეობდა ფილმებში: „ბეღურების გადაფრენა“, „მოცურავე“, „ადამიანთა სევდა“,„შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“, „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“ და სხვა მრავალ ფილმში.

2021 წელს ელგუჯა ბურდულს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე