ხერსონელებმა იპოვეს ძალა, რომ ეთქვათ ოკუპანტებისათვის - მიგვიფურთხებია თქვენი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, თუნდაც შიმშილით დავიხოცოთ - ვადიმ დენისენკო

საქართველო, თბილისი - 10:42 | 05.03.2022
ნანახია: 463

გრძელდება ხარკოვის დაბომბვა. მძიმე ვითარებაა ჩერნიგოვში. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.

მისი თქმით, ხარკოვთან განადგურებულია მტრის მოტომსროლელი პოლკი. „სამწუხაროდ, გრძელდება ხარკოვის დაბომბვა. მძიმე ვითარებაა ჩერნიგოვში“, - აღნიშნა დენისენკომ. მისივე თქმით, ღამით განგაშის სიგნალები ჩართული იყო სამხრეთ უკრაინაში - იზმაილში, იუჟნიში, კილიასა და ბელგოროდ-დნესტროვსკში.

დენისენკოს თქმით, გუშინ, ხერსონში რუსებმა სცადეს ჰუმანიტარაული დახმარების გაცემა, მაგრამ ადგილობრივები მათთან არ მივიდნენ. „იყო წინასწარი შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე, რათა შეგვეტანა პროდუქცია ქალაქ ხერსონში. ის სპეციალურად დაბლოკეს, არ მისცეს შეტანის უფლება, რათა ხალხმი მისულიყო და რუსებისთვის ეთხოვა ჰუმანიტარული დახმარება. მინდა მოგილოცოთ, რომ ხერსონელებმა თავიანთ თავში იპოვეს ძალა, რომ ეთქვათ -  მიგვიფურთებია თქვენი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, თუნდაც შიმშილით დავიხოცოთ“, - აღნიშნა დენისენკომ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე