რუსეთმა Twitter-იც დაბლოკა

საქართველო, თბილისი - 00:43 | 05.03.2022
ნანახია: 399

რუსეთის მედიის მარეგულირებელმა "როსკომნადზორმა" ქვეყანაში Facebook-ის შემდეგ Twitter -იც დაბლოკა.

"როსკომნადზორის" განცხადებით, ეს არის საპასუხო ღონისძიება რუსული მედიის ანგარიშების დაბლოკვისთვის.

უწყებამ სოციალური მედიის გიგანტი რუსული მედიის დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

მანამდე, რუსეთს დუმამ საჩქაროდ მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინების ფიზიკური და იურიდიული პირების დასჯას, ვინც შეგნებულად გაავრცელებს "დამახინჯებულ ინფორმაციას" უკრაინაში რუსეთის "სამხედრო ოპერაციის" თაობაზე.

კრემლის ოფიციალური ნარატივი უკრაინაში შეჭრას არა ომს, არამედ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. ამ ნარატივის არგაზიარების გამო, კრემლმა ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთს ტერიტორიაზე არაერთი დამოუკიდებელი მედიაგამოცემის წვდომა დაბლოკა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე