რუსეთის აგრესიის გაჩერების ყველაზე მარტივი საშუალებაა პუტინის ლიკვიდაცია - ამერიკელი სენატორი

საქართველო, თბილისი - 15:12 | 04.03.2022
ნანახია: 420

რუსეთის აგრესიის გაჩერების ყველაზე მარტივი საშუალებაა ვლადიმირ პუტინის ლიკვიდაცია მისივე გარემოცვის რომელიმე წევრის მიერ, - ამის შესახებ twitter-ზე ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა დაწერა.

„არის თუ არა რუსეთში ბრუტუსი? არის თუ არა რუსეთის არმიაში უფრო წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფენბერგი (გერმანელი სამხედრო, რომელიც ჰიტლერზე თავდასხმის ორაგანიზატორი იყო)? ერთადერთი საშუალება, რითიც შეიძლება ეს დამთავრდეს, არის ის, რომ ვინმემ რუსეთში მოაშოროს ეს ბიჭი. თქვენ, თქვენს ქვეყანასა და მსოფლიოს დიდ სამსახურს გაუწევთ“, - წერს სენატორი.

აღნიშნულ ტვიტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის საელჩოდან.

„შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ქვეყნის სენატორი, რომელიც ქადაგეს თავის მორალურ ღირებულებებს, თავს ტერორიზმისკენ მოწოდების უფლებას აძლევს, როგორც  საერთაშორისო არენაზე ვაშინგტონის მიზნების განსახორციელებელ საშუალებას.  გვაღელვებს შეერთებული შტატების ბედი, რომლის საჭესთანაც იმყოფებიან ასეთი უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალი პოლიტიკოსები. მოვითხოვთ, ოფიციალურ განმარტებედაბს ამ ამერიკელის დანაშაულებრივი გამონათქვამების მტკიცე დაგმობას“, - წერს აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე