Hermes-ი და Swarovski რუსეთში გაყიდვებს აჩერებენ

საქართველო, თბილისი - 14:47 | 04.03.2022
ნანახია: 376

ფრანგული მოდის სახლი Hermes-ი რუსეთის ტერიტორიაზე გაყიდვებს აჩერებს. მოსკოვში მდებარე მისი მაღაზიები უახლოეს დღეებში დაიკეტება.

Hermes-ი ცნობილია ფუფუნების ნივთებით, ის აწარმოებს შარფებს, ჰალსტუხებს, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს, პარფიუმერიას, საათებს, საკანცელარიო ნივთებს, ფეხსაცმელებს, ხელთათმანებს, დეკორატიულ ხელოვნებას, ჭურჭელსა და საიუველირო ნაკეთობებს. Hermès-ის პროდუქცია თითქმის მთლიანად იწარმოება საფრანგეთში.

რუსეთში გაყიდვებს აჩერებს ავსტრიული კომპანია Swarovski-ც. ის სპეციალიზირებულია სამკალუების, ბროლის ფიგურების, სინთეზური და ბუნებრივი ძვირფასი ქვების ნაკეთობებზე.

მანამდე რუსეთში გაყიდვები გააჩერეს IKEA-მ, H&M-მა, Nike-მა, Apple-მ, Dell-მ, Ford-მა, BMW-მ, Harley-Davidson-მა და სხვა კომპანიებმა. ყოველ დღე იზრდება ახალი კომპანიების რაოდენობა, რომლებიც რუსეთის ბაზარს ტოვებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე