მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი უკრაინას 3 მლნ დოლარით დაეხმარებიან

საქართველო, თბილისი - 14:00 | 04.03.2022
ნანახია: 456

ამერიკელი მსახიობი მილა კუნისი და მისი ქმარი მსახიობი ეშტონ კატჩერი უკრაინას დახმარების მიზნით 3 მლნ დოლარს შესწირავენ. ამის შესახებ წყვილმა  ვიდომიმართვაში განაცხადეს. „დღეს, როგორც არასდროს, ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ“, - განაცხადა მილა კუნისმა.

ამის გარდა წყვილი აპირებს დამატებით შეაგროვოს თანხა უკრაინისთვის გასადაცემად. საუბარია 30 მლნ დოლარზე.

 GoFundMe-ს მეშვეობით შეგროვებული თანხა ჰუმანიტრაულ დახმარებას გაუწევს ლტოლვილებს. ფონდი დაეხმარება Flexport.org-სა და Airbnb.org-ს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ადგილზე და დახმარებას უწევენ, მათ, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე