ჩერნიგოვში, ოკუპანტების ავიაიერიშის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 13:06 | 04.03.2022
ნანახია: 323

ჩერნიგოვში, ოკუპანტების ავიაიერიშის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ჩერნიგოვის სამხარეო ადმინისტრაცია ფეისბუქზე ავრცელებს.

 „სამედიცინო დაწესებულებების დაზუსტებული ინფორმაციით, გუშინ, 3 მარტს რუსული ავიაციის მხრიდან დაბომბვის შედეგად ჩერნიგოვის ტრიტორიაზე 47 ადამიანი დაიღუპა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთის არმია უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასირებულ დაბომბვას აგრძელებს. ნადგურდება ინფრასტრუქტურა, მიწასთან არის გასწორებული ქალაქები, მათ შორის კიევის მისადგომებთან მდებარე გოსტომელი და ბუჩა. მტერი მშვიდობიან მოსახლეობას არტილერიის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით ბომბავს. დაღუპულებისა და დაჭრილების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე