რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში 9 166 სამხედრო დაკარგა

საქართველო, თბილისი - 12:49 | 04.03.2022
ნანახია: 359

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგი 9 166 სამხედროს შეადგენს.

გენშტაბი მტრის დანაკარგების სტატისტიკას აქვეყნებს:

251 ტანკი;

939 საბრძოლო ჯავშანმანქანა;

105 საარტილერიო სისტემა;

50 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა;

18 საჰაერო თავდაცვის სისტემა;

33 ერთეული თვითმფრინავი;

37 ერთეული ვერტმფრენი;

404 ერთეული საავტომობილო ტექნიკა;

2 ერთეული მსუბუქი ჩქაროსნული კატერი

60 საწვავის ავზი;

3 ოპერატიული-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი;

გენშტაბში აცხადებენ, რომ მონაცემები ზუსტდება, რადგან სტატისტიკის წარმოებას ხელს უშლის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე