ზაპოროჟიეს ატომური ელეტქროსადგური რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს

საქართველო, თბილისი - 11:43 | 04.03.2022
ნანახია: 351

ზაპოროჟიეს ატომური ელეტქროსადგური რუსმა ოკუპანტება დაიკავეს. ამის შესახებ  უკრაინული მედია  ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის სპრესსამსახურზე დაყრდნობით იიუწყება.

უწყების ინფორმაციით, ატომური ელექტროსადურის ენერგობლოკები მთლიანობას ინარჩუნებენ. დაზიანებულია სამშენებლო კონსტრუქციები, თუმცა მნიშვნელოვანი სისტემების უსაფრთხოება დაცულია. რადიაციის ცვლილება არ ფიქსირდება.

ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბეს, რის შედეგადაც გაჩნდა ცეცხლი. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე