ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 10:02 | 04.03.2022
ნანახია: 336

ხანძარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ კორპუსში ლიკვიდირებულია, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება.

უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ატომურ სადგურთან რადიაციული ფონის მომატება არ ფიქსირდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე