რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე ათჯერ დიდი იქნება - კულება

საქართველო, თბილისი - 06:44 | 04.03.2022
ნანახია: 474

რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ზაპოროჟიეს, ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს.

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე ათჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!“,- წერს კულება სოციალურ ქსელში.

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ძლიერი ხანძარია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე