რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან დაბომბვის გამო, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია

საქართველო, თბილისი - 06:41 | 04.03.2022
ნანახია: 414

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბეს, რის შედეგადაც სადგურზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. იუწყება უირაინული მედია. ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი თანამშრომელი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს.

 „ყურადღება! რუსეთის ფედერაციის ტექნიკა ბომბავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ევროპს უდიდეს ატომურ ელეტქროსადგურზე არსებობს ბირთვული საფრთხის რეალური საშიშროება. მოვითხოვთმ შეწყდეს ცეცხლი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის წინააღმდეგ“,- აღნიშნულია მიმართვაში.

ენერგოდარის მერი დმიტრი ორლოვი წერს, რომ მსოფლიო საფრთხის წინაშეა.

 „მსოფლიო უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება! ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის შენობებისა  და ბლოკების წინააღმდეგ მტრის მიერ უწყვეტი ცეცხლის შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელეტროსადგური იწვის!“, - წერს ის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე