მაია სანდუმ მოლდოვის ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 20:39 | 03.03.2022
ნანახია: 311

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დღეს ხელი მოაწერა განცხადებას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

ხელმოწერის ცერემონიალი მედიის თანდასწრებით გაიმართა.

ევროკავშირის წევრობის განაცხადს მოლდოვის პრეზიდენტთან ერთად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც მოაწერეს.

მანამდე, ევროკავშირის წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

28 თებერვალს, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.

1-ელ მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოუწოდა ევროკავშირის სტრუქტურებს, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე